"ქართული ოცნება" არ არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" არ არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე"

„ქართული ოცნება" არ არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე, არ აქვს 100 ხმა პარლამენტში, რომ იმპიჩმენტი გამოუცხადოს, ამიტომ მიდის სხვა გზით - ამ დავას სასამართლოში, მთავრობის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაშიც, არ მოჰყვება პირდაპირ საიმპიჩმენტო პროცედურები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2018 წლიდან ცხადი იყო, რომ მოვიდოდა დრო, როცა "სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოახერხებდა გადაეყლაპა ყველაფერი, რასაც "ქართული ოცნება" გააკეთებდა და პირიქით, "ქართული ოცნება" ვერ გადაყლაპავდა ყველაფერს, რასაც ზურაბიშვილი გააკეთებდა." უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მომენტმა უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე იჩინა თავი.

„საერთოდ გაუგებარია პარტიის პოლიტსაბჭო როგორ აცხადებს ამ თემებს სარჩელზე, როცა პარტია არაფერ შუაშია ასეთ დავებთან, მაგრამ რაც გამოაცხადეს, ესაა სულ სხვა დავა, ესაა დავა ორგანოებს შორის - "ჩემი გასაკეთებელია ეს საქმე თუ თქვენი". ეს პირდაპირ იმპიჩმენტამდე არ მიდის, ამ დავას სასამართლოში, მთავრობის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაშიც, არ მოჰყვება პირდაპირ საიმპიჩმენტო პროცედურები. ამიტომ ცხადია, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა გაეკეთებინა მაქსიმალური დაწოლა პრეზიდენტზე. საქმე გვაქვს ჩვეულებრივ მოვლენასთან, რაც ტრადიციად იქცა ამ ქვეყანაში, ახლა სწორედ რომ ამის დრო არ არის, გუშინ სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მეც და პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომ ძალების გაერთიანება და კონსოლიდაციაა საჭირო, მაგრამ "ოცნებას" შეუძლია მხოლოდ დაყოფა და ახლაც ეს გზა აირჩია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

IPN