თამარ გვერდწითელი რუსეთში დაგეგმილ კონცერტებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებს - რას წერენ მისი გულშემატკივრები? - კვირის პალიტრა

თამარ გვერდწითელი რუსეთში დაგეგმილ კონცერტებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებს - რას წერენ მისი გულშემატკივრები?

თა­მარ გვერდწი­თე­ლი რუ­სეთ­ში და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტებს ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით აუქ­მებს - რას წე­რენ მისი გულ­შემ­ტკივ­რე­ბი?

რუ­სეთ­ში და­ი­წყეს ე.წ. შავი სი­ე­ბის შედ­გე­ნა. მათ­ში შეჰ­ყავთ ის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ და­წყე­ბულ ომს "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია“ არ უწო­დეს და მისი და­წყე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. ამ თე­მა­ზე ambebi.ge-ზე დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია. რო­გორც ირ­კვე­ვა, პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის "შავ სი­ა­ში" რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ვა­ლე­რი მე­ლა­ძე მოხ­ვდა, რად­გან მან რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში პუ­ტი­ნის შეჭ­რა გა­აპ­რო­ტეს­ტა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იმ დღე­ებ­ში ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებ­და თვალს, თუ რა პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებ­დნენ რუ­სეთ­სი მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. თამ­რი­კო გვერდწი­თე­ლი აღ­მოჩ­ნდა ის მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დუ­მი­ლი არ­ჩია, მე­ტიც, 6 მარტს კრემ­ლის დარ­ბაზ­ში და­ა­ნონ­სე­ბულ კონ­ცერ­ტზე გა­მომ­სვლელ­თა სი­ა­შიც მოხ­ვდა. მას შემ­დეგ, რაც აქ­ტი­ვის­ტმა გიგა მა­ქა­რაშ­ვილ­მა თბი­ლის­ში ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ მისი ვარ­სკვლა­ვი უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფე­რებ­ში შე­ღე­ბა, გვერდწი­თე­ლის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა გან­ცხა­დე­ბა, რომ ის კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აღარ მი­ი­ღებ­და. ამის მი­ზე­ზად კი, მა­ნაც ქეთა თო­ფუ­რი­ას მსგავ­სად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მო­ი­მი­ზე­ზა.

უკვე ორი დღეა რაც რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბას "ინ­სტაგ­რამ­ზე" წვდო­მა შე­უ­ზღუ­და. რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბი სა­კუ­თა­რი გვერ­დე­ბი­დან მიმ­დევ­რებს "ვკონ­ტაქ­ტე­სა“ და "ტე­ლეგ­რამ­ზე" ეპა­ტი­ჟე­ბი­ან. გვერდწი­თე­ლის "ინ­სტაგ­რამ­გვერ­დზე" 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

სა­მა­გი­ე­როდ, აქ­ტი­უ­რია "ვკონ­ტაქ­ტე­ზე“ გვერდწი­თე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად ქვეყ­ნდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტე­ბის გა­და­დე­ბის შე­სა­ხებ.

"ყუ­რა­დღე­ბა! კონ­ცერ­ტი გა­და­ი­დო, ახა­ლი თა­რი­ღი და­ზუს­ტდე­ბა!“

"იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ გაც­ნო­ბოთ, რომ თა­მა­რა გვერდწი­თე­ლის სოლო სპექ­ტაკ­ლი "ადა­მი­ა­ნის ხმა", რო­მე­ლიც 29 მარტს 19:00 სა­ათ­ზე უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, გა­უქ­მე­ბუ­ლია.

კო­მენ­ტა­რე­ბით ცხა­დად ჩანს, რომ მომ­ღერ­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ფრი­ად უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან და წე­რენ, რომ მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტე­ბი ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­და­ი­დო. განაგრძეთ კითხვა