"წლების განმავლობაში გვესმოდა ნატოს ღია კარის შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ" - კვირის პალიტრა

"წლების განმავლობაში გვესმოდა ნატოს ღია კარის შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ლიდერებთან გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე განაცხადა, რომუკრაინის სურვილის მიუხედავად, უკვე გაიგეს, რომ ქვეყანა არ გახდება ნატოს წევრი.

მისი თქმით, უკვე გაიაზრეს, რომ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა უკრაინას არ ეხება.

„გასაგებია, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი, ეს გვესმის, ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა ღია კარის შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი იწყებს ამის გაგებას და ჩვენი და ჩვენი პარტნიორების იმედი აქვთ, რომლებიც გვეხმარებიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ იმ იარაღს, რომლებსაც უკრაინელები დასავლეთის ქვეყნებიდან იღებენ, უკრაინაში შეტანიდან ძალიან სწრაფად თავდება.

„იარაღის ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, როგორც წესი შემოტანიდან 20 საათში იხარჯება“,- აღნიშნა მან.

IPN