"ჯო ბაიდენს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა, ეს არის რუსეთის პასუხი აშშ-ის მკვეთრად რუსოფობიურ პოლიტიკაზე" - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო?
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა და რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სანქციების თანახმად, ჯო ბაიდენს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ეს არის რუსეთის პასუხი აშშ-ის მკვეთრად რუსოფობიურ პოლიტიკაზე.
მათივე ინფორმაციით, სანქციები ასევე ეხება სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანსა და CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, სამინისტროში აცხადებენ, რომ დანარჩენებიც დაზარალდებიან.
"ინტერპრესნიუსი"