"არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციების მონაწილე" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის ეთერში? - კვირის პალიტრა

"არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციების მონაწილე" - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის ეთერში?

არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციების მონაწილე, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო არის სწორედ იქ, სადაც უნდა იყოს.

"არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციის მონაწილე. საქართველოს აქვს თავისი სანქციები დაწესებული, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, ასე რომ ჩვენ განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს დაცვა, ნატოს მე-5 მუხლით. ჩვენ ძალიან სოლიდარულები ვართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც რეზოლუციები მიიღება. ასე რომ ვფიქრობ, საქართველო არის იქ, სადაც უნდა იყოს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ იქ, სადაც უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ასევე გავაგრძელოთ ჩვენს ასოცირებულ სამეულთან, ეს არის უკრაინა და მოლდოვა და ვფიქრობ, დღეს ევროპაში არის ახალი ვითარება არა მარტო სანქციების მიმართ ერთიანობის კუთხით, არამედ ეს არის ახალი აღქმა იმისა, რომ უნდა გაკეთდეს რაიმე, იმ ქვეყნებისთვის, რომლების სადღაც შუაში არიან", - განაცხადა ზურაბიშვილმა

"ინტერპრესნიუსი"