პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან
პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი, ჩეხურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამი ლიდერი აპირებს, უკრაინის მხარდაჭერის ფართო პაკეტის წარდგენას სიმბოლური მოგზაურობის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავს, ევროპული სოლიდარობის გამოხატვას, უკრაინელი ხალხის მიმართ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამმა პრემიერ-მინისტრმა დღეს დილით გადაკვეთა უკრაინის საზღვარი, სანამ დედაქალაქში მატარებლით გაემგზავრებოდნენ.
"ინტერპრესნიუსი"