"არ ვიცი რა­უნ­და ვთქვა ასეთ დროს...უკარგესი თეა ვადაჭკორია დაკარგა ბათუმმა" - აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ავარიას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"არ ვიცი რა­უნ­და ვთქვა ასეთ დროს...უკარგესი თეა ვადაჭკორია დაკარგა ბათუმმა" - აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ავარიას ემსხვერპლა

ბა­თუ­მი ქო­ბუ­ლე­თის შე­მოვ­ლით გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თეა ვა­და­ჭ­კო­რია გარ­და­იც­ვა­ლა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილ­ში თეა ვა­და­ჭ­კო­რი­ას­თან ერ­თად აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრი მაია ხა­ჯი­ა­ვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებ­ში აცხა­დე­ბენ, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან კლი­ნი­კა­ში სულ ოთხი ადა­მი­ა­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა.

თეა ვა­და­ჭ­კო­რი­ას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი დარ­ჩა. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

"თეა სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო იყო არის და იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს წარ­სულ­ში მო­ვიხ­სე­ნიო სი­ცო­ცხლით სავ­სე, გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და სა­უ­კე­თე­სო კო­ლე­გა ძა­ლი­ან და­მაკ­ლდე­ბი ჩემო თეა”

"უკარ­გე­სი, უთ­ბი­ლე­სი, უმაგ­რე­სი თეა ვა­და­ჭ­კო­რია და­კარ­გა ჯერ ქმარ­მა და შვი­ლებ­მა, მერე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ, ბა­თუმ­მა , სა­ნა­თე­სა­ომ"

"არ ვიცი რა­უნ­და ვთქვა ასეთ დროს.... უზო­მოდ მეტ­კი­ნე თეა სი­ცო­ცხლით და პო­ზი­ტი­ვით სავ­სე ადა­მი­ა­ნო... ბო­ლოს სკო­ლის ეზო­ში ვი­სა­უბ­რეთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და მო­მა­ვალ­ზე... თურ­მე მო­გი­სიყ­ვა­რუ­ლე თეა შენს ნი­კოს, ჩვე­ნი ყვე­ლა მშობ­ლის­გან სით­ბო და გვერ­დში დგო­მა არ მო­აკ­ლდე­ბა...

შენ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი ჩვენ­თან ერ­თად მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე... უფალ­მა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს შენი ლა­მა­ზი სული... გამ­ძლე­ო­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა შენს ოჯახს." - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.