"პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები მათ შესაძლოა დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს" - როგორ ეხმაურება რუსეთის სანქციებს თეთრი სახლის პრესმდივანი? - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები მათ შესაძლოა დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს" - როგორ ეხმაურება რუსეთის სანქციებს თეთრი სახლის პრესმდივანი?

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ, რუსეთის მიერ, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ ბოლო სანქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვები დიდ გავლენას ვერ მოახდენს მათ მიზნებზე.

"არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობებს რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს საბანკო ანგარიშები, რომლებზეც წვდომა არ შეგვეძლება. ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის განცხადებაში, სანქციების შესახებ, გამოტოვებული იყო, რომ "პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები მათ შესაძლოა დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს".

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა და რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის რუსეთის პასუხი აშშ-ის მკვეთრად რუსოფობიულ პოლიტიკაზე. მათივე ინფორმაციით, სანქციები ასევე ეხება სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანსა და CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს.

"ინტერპრესნიუსი"