"რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის 10 წევრი გავანადგურეთ - უკრაინის მიწაზე მათ ერთი ფასი აქვს: სასუქი შავი ნიადაგისთვის" - კვირის პალიტრა

"რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის 10 წევრი გავანადგურეთ - უკრაინის მიწაზე მათ ერთი ფასი აქვს: სასუქი შავი ნიადაგისთვის"

რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის 20 დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის 10 წევრი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციისა და საინფორმაციო უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის ოთხი გენერალ-მაიორი, სამი პოლკოვნიკი და სამი ვიცე-პოლკოვნიკი:

გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი,

გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი,

გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი,

გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი,

პოლკოვნიკი ანდრეი ზახაროვი,

პოლკოვნიკი სერგეი პოროხნია,

პოლკოვნიკი იგორ ნიკოლაევი,

ვიცე-პოლკოვნიკი იური აგარკოვი,

ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი სოფრონოვი,

ვიცე-პოლკოვნიკი მიხაილ ერმოლინი.

"სიკვდილი ელის ყველა რუს სამხედროს, რაც არ უნდა "ელიტურად" თუ "განსაკუთრებულად" ჩათვალონ ოკუპანტებმა. უკრაინის მიწაზე მას ერთი ფასი აქვს - სასუქი შავი ნიადაგისთვის. დიდება უკრაინას!"-აცხადებენ ცენტრში.

ინტერპრესნიუსი