BBC - ზაპოროჟიესა და ოდესაში აფეთქება მოხდა - კვირის პალიტრა

BBC - ზაპოროჟიესა და ოდესაში აფეთქება მოხდა

დილით ადრე, სოციალურ ქსელში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები ზაპოროჟიესა და ოდესაში აფეთქებების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

The economist-ის კორესპოდენტის, ოლივერ კეროლის თქმით, მან ოდესაში ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგო, რის შესახებაც „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

ზაპოროჟიეში, საკრებულოს მდივანმა ანატოლი კურტევმა Telegram-ზე დაწერა, რომ აფეთქება მოხდა რკინიგზის სადგურზე.

ამასთან, როგორც BBC იუწყება, ამ რეგიონებში არიან თუ არა დაშავებულები ჯერჯერობით უცნობია.

IPN