უკრაინაში ომის დაწყებიდან 10 000-ზე მეტი წყვილი დაქორწინდა - კვირის პალიტრა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 10 000-ზე მეტი წყვილი დაქორწინდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 21 დღის გასვლის შემდეგ 10 000-ზე მეტი წყვილი დაქორწინდა. „ასეთ რთულ დროსაც კი, უკრაინელები სულით არ ეცემიან. ისინი აგრძელებენ გეგმების შედგენასა და შვილების გაჩენას. ძალა თითოეულ ჩვენგანშია", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 10 767 ბავშვი დაიბადა.

IPN