"იყავით ბედნიერები, რადგან აგრესია არავის შველის" - რა აუდიომიმართვას ავრცელებს ქეთა თოფურია
ქეთა თოფურია "ტელეგრამის" გვერდზე აუდიომიმართვას ავრცელებს.
"რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი მისთვის სრულიად უცნობი ადამიანებისგან ითხოვს, ისე ფიქრობდნენ, როგორც თავად და თუ ეს ასე არ ხდება, მაშინვე აგრესია ჩნდება. უფრო მეტიც, იგივე ადამიანები, რომლებიც განსხვავებულ აზრს აკრიტიკებენ, სიტყვის თავისუფლების მომხრეები არიან და ეს საკმაოდ უცნაურია. მე თქვენ ყველას ბედნიერებას გისურვებთ. იყავით ბედნიერები, რადგან აგრესია არავის შველის", - ამბობს ქეთა თავის მიმართვაში.