"მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ... საერთოდ არ მაინტერესებს მის წარსულში რა იყო" - კვირის პალიტრა

"მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ... საერთოდ არ მაინტერესებს მის წარსულში რა იყო"

მე­ექ­ვსე თვეა, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის შე­სა­ხებ 1 ოქ­ტომ­ბერს გახ­და ცნო­ბი­ლი და მალე ექ­სპრე­ზი­დენ­ტი თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და­ა­კა­ვეს. სა­ა­კაშ­ვილს პო­პუ­ლა­რო­ბა არა­სო­დეს აკ­ლდა, მაგ­რამ ამ ექ­ვსი თვის მან­ძილ­ზე ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გარ­შე­მო უამ­რა­ვი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის პირ­ვე­ლი შოკი, მისი ახა­ლი მე­უღ­ლის, უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ ლიზა იას­კოს წარ­დგე­ნა გახ­ლდათ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ერ­თობ­ლი­ვი ვი­დეო ლი­ზამ გა­ავ­რცე­ლა.

შემ­დეგ იყო გრძელ­ვა­დი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბა, ცუ­დად გახ­დო­მა და რუს­თა­ვის ცი­ხი­დან გლ­და­ნის ცი­ხე­ში სკან­და­ლუ­რი ეტა­პი­რე­ბა. ახალ წლამ­დე კი ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მისი და მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძის სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა. ელის მა­რი­ას შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა, მის­სა­ვე ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

პირ­ვე­ლად, ორი წლის წინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უკ­რა­ი­ნულ მე­დია strana.news წერ­და, რამ­დე­ნი­მე თვის წინ მათ­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სტა­ტია, სა­დაც წერ­დნენ, რომ სოფო ნი­ჟა­რა­ძე ზა­ფხულ­ში შვილ­თან ერ­თად კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი, ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბამ­დე ლიზა იას­კო ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­წე­რეს, სა­დაც კი­თხვა სოფო ნი­ჟა­რა­ძი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ერ­თო შვილ­ზეც და­უს­ვეს.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტის ლიზა იას­კოს მხარ­და­ჭე­რა აქვს, მაგ­რამ მას შემ­დეგ რაც გა­ირ­კვა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის­გან ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლი­ან გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია".

მე­დი­ამ ლი­ზას­გან კო­მენ­ტა­რის ჩა­წე­რა იტა­ლი­ურ რეს­ტო­რან Buffalino-ში მო­ა­ხერ­ხა.

strana.news ლიზა იას­კოს სი­ტყვებს ცი­ტი­რებს... განაგრძეთ კითხვა