Stoli Vodka - მსოფლიო ბრენდის ახალი სახე
ქართველი მომხმარებელი კარგად იცნობს და აფასებს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბრენდს Stoli Vodka-ს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ კატეგორიის არაყია.
თანამედროვე პრემიუმ ხარისხის არაყი STOLI არის ძველი ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი. ის პოზიციონირდება როგორც ახალგაზრდული პროდუქტი და მას შემოკლებით Stoli-ს ეძახიან.
ბრენდი SPI ჯგუფის მფლობელობაშია, რომელიც იური შეფლერმა შექმნა. 2002 წლიდან როდესაც იური შეფლერმა პუტინის რეჟიმის დევნის გამო დატოვა რუსეთი, მიზნად დაისახა შეექმნა მძლავრი, საერთაშორისო სტატუსის მქონე ევროპული ბრენდი და ასეც მოხდა: მან შექმნა 100%-ით ევროპული თანამედროვე ტოპ არაყი. ის იწარმოება ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ევროპაში ერთ-ერთ უძველეს ქარხანაში „ლატვიას ბალზამს“, უმაღლესი ხარისხის „ალფა“ კლასის სპირტისგან, ხოლო მინის ბოთლები მზადდება პოლონეთსა და ესტონეთში, ეტიკეტებით და ხუფებით მარაგდება უკრაინიდან, ლატვიიდან და იტალიიდან.
დღეს STOLI ერთ-ერთი მოწინავე არყის ბრენდია მსოფლიოში. ის წარმოდგენილია 170 -ზე მეტ ქვეყანაში სადაც წამყვანი პოზიციები უჭირავს, ხოლო საქართველოში უკვე რამდენიმე წელია #1 პრემიუმ არაყია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Stoli Group -ი მულტიბრენდული კომპანიაა. ის მუშაობს 200 დისტრიბუტორისგან შემდგარ გუნდთან მთელს მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში. Stoli-ს სათავო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში, აქვს საწარმოო სიმძლავრეები ლატვიაში, ესპანეთში, იტალიაში, არგენტინასა და შეერთებულ შტატებში.
(R)