"რაში მჭირდება მოვიგონო თითქოს ველაპარაკე კიევის მერს?!... უბრალოდ არ მესმის, რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი კლიჩკოსთან" - კვირის პალიტრა

"რაში მჭირდება მოვიგონო თითქოს ველაპარაკე კიევის მერს?!... უბრალოდ არ მესმის, რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი კლიჩკოსთან"

დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მას არ უსა­უბ­რია კი­ე­ვის მერ­თან, ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს­თან და მო­ი­ტყუა, აბ­სურ­დს და სიც­რუ­ეს უწო­დებს.

ამის შე­სა­ხებ მან თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ერთ თე­მას, თით­ქოს, მე არ მქო­ნია კო­მუ­ნი­კა­ცია კი­ე­ვის მერ­თან და ეს მო­ვი­ტყუე. არ ვიცი რა და­ვარ­ქვა ამ ყვე­ლა­ფერს?! აბ­სურ­დი და გა­უ­გე­ბა­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაში მჭირ­დე­ბა მო­ვი­გო­ნო ის, რომ თით­ქოს ვე­ლა­პა­რა­კე კი­ე­ვის მერს კლი­ჩკოს?! რა­ტომ უნდა მო­ვი­გო­ნო ეს, უბ­რა­ლოდ არ მეს­მის, გა­უ­გე­ბა­რია. რა თქმა უნდა, მე მქონ­და სა­უ­ბა­რი, ვე­სა­უბ­რე 3 მარტს. ჯერ იყო და ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი გა­ვუგ­ზავ­ნე whatsapp-ზე. ეს იყო ჩემი და მოლ­დო­ვას ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­თა კონ­გრე­სის (CALM) პრე­ზი­დენ­ტის, სელ­მე­ტის მე­რის ერ­თობ­ლი­ვი წე­რი­ლი. ეს წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იქნა სხვა­დას­ხვა მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და გა­ვუგ­ზავ­ნე მას, რის შემ­დე­გაც მან პირ­და­პირ გად­მო­მი­რე­კა და გვქონ­და სა­უ­ბა­რი ყვე­ლა­ფერ­ზე, იქ არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რა ვი­თა­რე­ბა იყო. ამის შემ­დე­გად მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, ასე­ვე მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ხარ­კო­ვის მერ­თან, მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ასე­ვე ირ­პე­ნის მერ­თან. ასე რომ, რა არის ამა­ში ისე­თი, რომ უნდა მო­ვი­ტყუო, თით­ქოს, მე ვე­სა­უბ­რე კი­ე­ვის მერს და ეს იყოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვი­ღა­ცის­თვის, უბ­რა­ლოდ, გა­უ­გე­ბა­რია და არ მეს­მის“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ambebi.ge