"ავსტრიისა და შვედეთის მსგავსად, უკრაინის დემილიტარიზაცია კომპრომისად შეიძლება ჩაითვალოს"
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ავსტრიის ან შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, რომელსაც საკუთარი ჯარი ჰყავს, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“ ავრცელებს.
"ეს არის ვარიანტი, რომელიც ახლა ნამდვილად განიხილება და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რეალურ კომპრომისად", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.