როგორ ავირჩიოთ საოჯახო ტექნიკა
ტექნიკის შეძენა საკმაო სირთულეს წარმოადგენს, იმ შემთხვევაში თუ არ ხარ გაცნობიერებული ამ საკითხში. კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა, როცა საქმე ეხება საოჯახო ტექნიკას, რადგან გასათვალისწინებელია მთელი რიგი საკითხები, მაგალითად უნდა ჩაჯდეს ჩვენი ოთახის ინტერიერში, გასათვალისწინებელია ზომები და ა.შ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ტექნიკა სანდო და საიმედო კომპანიაში შეიძინოთ. ტექნიკის მაღაზია Amazonshop.ge სწორედ ასეთ სანდო ონლაინ პლატფორმად ჩამოყალიბდა უკვე რამდენიმე წელია.
1. შეამოწმეთ თქვენი სივრცე
თუ თქვენ ეძებთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას - მაცივარს, მიკროტალღურ ღუმელს ან ტანსაცმლის სარეცხ მანქანას, ჯერ შეამოწმეთ ადგილი, რომელიც გაქვთ მისთვის.
გაზომეთ ყველა მიმართულებით და მოინიშნეთ სიგრძე, სიგანე, სიმაღლე, რადგან თავი ავარიდოთ იმ უხერხულობას, რომელიც შესაძლოა თავს დაგატყდეთ, როდესაც გახარებული შენაძენით ხელში გაანალიზებთ, რომ ვერ თავდება მისთვის განკუთვნილ ადგილზე.
2. განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი
თუ წინასწარ იცით, რომ მოგიწევთ ტექნიკის შეძენა, იქნება ეს ტელევიზორი, გაზის გამათბობელი, წყლის გამაცხელებელი, ნებისმიერი ავეჯი თუ საახალწლოდ ნაძვის ხე, ან ეზოში განსათავსებელი ბუდე საქანელა (მაგალითად, თუ თქვენ ცვლით მას სტილის გამო ან იმიტომ, რომ ის გაფუჭდა) შეგიძლიათ წინასწარ, სახლიდან თქვენი მობილური ტელეფონით ან კომპიუტერში გადახედოთ ონლაინ მაღაზიებზე ფასებს, რადგან თავი აარიდო ზედმეტი თანხის გადახდას. ამაზონშოპი ( amazon ge ) გთავაზობთ საუკეთესო ფასებს და ონლაინ განვადებას ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას.
3 დაიმახსოვრეთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ საოჯახო ტექნიკას ყიდულობ
ჩვეულებრივ არის ძირითადი ვარიანტები, რომლებიც იაფია და ძვირადღირებული ვარიანტები მეტი ფუნქციით. მაღალი ფასი ყოველთვის არ ნიშნავს მაღალ ხარისხს. თუ ბიუჯეტი გაქვთ, სცადეთ კარგი, საშუალო დონის მოდელი, რომელიც კარგად იმუშავებს და დიდხანს გაძლებს.
4 აირჩიეთ სტილი
იმ შემთხვაში თუ თქვენ გსურთ თქვენი გარემოს სტილში ჯდებოდეს ესა თუ ის ტექნიკა, აუცილებელია წინასწარ იცოდეთ რა სტილის შენაძენის გაკეთებას აპირებთ, რადგან საიტზე თქვენ დაგხვდებათ სხვადასხვა სტილის, ფერის და დიზაინის მქონე ტექნიკა, რომელიც თქვენდაუნებურად თავბრუს დაგახვევთ და ხელს შეგიშლით სწორი არჩევანის გაკეთებაში. თუ თქვენ გეცოდინებათ რა სტილის ტექნიკა გსურთ სატელეფონო კონსულტანტი მარტივად შეძლებს დაგეხმაროთ შერჩევაში.
იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ შერჩეული სტილი კარგი იქნება შეარჩიოთ ზოგადი სტილის საოჯახო ტქნიკა, რადგან მარტივად მოარგოთ გარემოს.
ასევე ფერის არჩევისას საჭიროა გაითვალისწინოთ უფრო ზოგადი ფერები, რომელიც არ იტყობს ნათითურებს, მარტივად არ ზიანდება.
5 აირჩიეთ ისეთი ტექნიკა რომელიც ადგილად იწმინდება
თუ თქვენი ჰობი არ არის, მაცივრის, სარეცხი მანქანის ან ტელევიზორის ზედაპირის წმენდა, მაშინ აირჩიეთ ისეთი ტექნიკა, რომლის გაწმენდა მარტივია, არ აქვს ისეთი ღილაკები, რომელიც სპეციალური საწმენდებით იწმინდება, არსებობს თხელი ღილაკები, რომლებსაც ძალიან მარტივად გაწმენდთ.
6 აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფუნქციები და იყავით რეალისტური
ძალიან ადვილია ბევრი ფულის დახარჯვა ფუნქციებში, რომლებსაც ორჯერ გამოიყენებ და დაივიწყებ. თუ თქვენ ყიდულობთ მაცივარს, ეს უნდა იყოს თქვენი საკვების შემნახველი, შესაძლოა, ყინულისთვის გამოიყენოთ ეს თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მას ნამდვილად გჭირდება ციფრული ტემპერატურის კონტროლი წინა მხარეს? ადამიანების უმეტესობა მაცივარში ტემპერატურას მხოლოდ ერთხელ ადგენს, თუ რამე არ შეიცვლება.
7 ყურადღება მიაქციეთ, რამდენ ენერგიას მოიხმარს
შესაძლებელია ერთი ტიპის სარეცხის მანქანა, მოიხმარდეს გაცილებით მეტ ელექროენერგიას ვიდრე მეორე, ამიტომ თუ თქვენ უნდა აირჩიოთ რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი, აუცილებლად უპირატესობა მიანიჭეთ ენერგოეფექტურ ვარიანტს.
შევაჯამოთ ჩვენი სტატია - როდესაც საბოლოოს გადაწყვეტთ, რომ გსურთ საოჯახო ტექნიკის შეძენა, სატელეფონო კონსულტანტი გაგიწევთ დახმარებას, მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, გიპასუხებთ ყველა კითხვაზე და შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ეს დაზოგავს თქვენ დროსა და ენერგიას.
გისურვებთ წარმატებულ შოპინგს!
NS