"მე ვერ ვხედავ აზრს სიცოცხლეში თუ მას სიკვდილის შეჩერება არ შეუძლია" - ზელენსკი ბაიდენს მიმართავს - კვირის პალიტრა

"მე ვერ ვხედავ აზრს სიცოცხლეში თუ მას სიკვდილის შეჩერება არ შეუძლია" - ზელენსკი ბაიდენს მიმართავს

მე მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, თქვენ ხართ დიდებული ერის ლიდერი. გისურვებთ იყოთ მსოფლიოს ლიდერი. იყო მსოფლიოს ლიდერი ნიშნავს იყო მშვიდობის ლიდერი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში ვიდეომიმართვისას.

"მე ვერ ვხედავ აზრს სიცოცხლეში თუ მას სიკვდილის შეჩერება არ შეუძლია. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი წუხილია, როგორც ხალხის ლიდერის, დიდი უკრაინელი ხალხის ლიდერის, როგორც ერის ლიდერის. მე პრეზიდენტ ბაიდენს მივმართავ: თქვენ დიდებული ერის ლიდერი ხართ, გისურვებთ, რომ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, მსოფლიოს ლიდერობა მშვიდობის ლიდერობაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველმა პირმა ასევე იმ რუსი პოლიტიკოსებისადმი სანქციების დაწესება მოითხოვა, რომლებიც ომს უჭერენ მხარს. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველა ამერიკულმა ბიზნესმა უნდა დატოვოს რუსეთი.

"ინტერპრესნიუსი"