"ჩემმა შვილმა ხმასაც კი აუწია ბუშთან ლაპარაკისას...ვი­ღა­ცებს ალ­ბათ ჰგო­ნი­ათ, რომ ხუთ დღე­ში რომ დამ­თავ­რდა ჩვე­ნი ომი, თა­ვის­თა­ვად მოხ­და" - კვირის პალიტრა

"ჩემმა შვილმა ხმასაც კი აუწია ბუშთან ლაპარაკისას...ვი­ღა­ცებს ალ­ბათ ჰგო­ნი­ათ, რომ ხუთ დღე­ში რომ დამ­თავ­რდა ჩვე­ნი ომი, თა­ვის­თა­ვად მოხ­და"

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ "მთა­ვარ არხთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აგ­ვის­ტოს ომის დღე­ე­ბი გა­იხ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ იმ­ჟა­მად სწო­რედ სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­ა­ხერ­ხა, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბი ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დამ ასე­ვე გა­იხ­სე­ნა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ომის დროს, სა­ა­კაშ­ვილს ამე­რი­კის იმ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუშ­თან სა­უბ­რი­სას, ხმის აწე­ვაც დას­ჭირ­და.

"უკვე დიდი ხა­ნია სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა, მისი შიმ­ში­ლო­ბის მე­ორ­მო­ცე დღეს უკვე ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო. მას აქვს და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ გა­ნი­კურ­ნე­ბა. დღემ­დე არ ხდე­ბა მისი გა­დაყ­ვა­ნა უცხო­ეთ­ში. იმ ექი­მებ­თან, რომ­ლებ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­სინ­ჯეს, არა­ვი­თა­რი კონ­ტაქ­ტი არ მაქვს.

ჩემი შვი­ლი თვე­ნა­ხევ­რი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვნა­ხე. რომც მქონ­დეს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, მხო­ლოდ ნახ­ვით დი­აგ­ნო­ზის დას­მა არ შე­მიძ­ლია. ჩემ­თან შეხ­ვედ­რი­სას ცდი­ლობს ისე მაჩ­ვე­ნოს თავი, ვი­თომ კარ­გად არის.

ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს ყვე­ლას, არ გვძი­ნავს ღა­მე­ე­ბი, გა­დარ­თუ­ლი ვართ ყვე­ლა უკ­რა­ი­ნა­ზე, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი­სა და ზე­ლენ­სკის გმი­რო­ბით. მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა იქით არის გა­და­ტა­ნი­ლი და ამან გა­და­ფა­რა ჩემი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა. ამ დღე­ებ­ში ვფიქ­რობ, რა გახ­და, რომ ვერ მო­ხერ­ხდა ცის და­კეტ­ვა. ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, რო­გო­რი სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და ახლა ჩემი შვი­ლის იქ ყოფ­ნა. ისი­ნი მუდ­მი­ვად ითხო­ვენ ჩემი შვი­ლის იქ დაბ­რუ­ნე­ბას.

კარ­გია, რომ ზე­ლენ­სკიმ ფეხი არ მო­იც­ვა­ლა და კი­ევ­ში დარ­ჩა, მაგ­რამ ჩვენ ხომ გვქონ­და იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც 2008 წლის ომის დროს, ჩვენ პრე­ზი­დენ­ტსაც იგი­ვეს სთა­ვა­ზობ­დნენ. თავ­ში აზ­რა­დაც არ გა­უვ­ლია ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და და იდ­გნენ ჩვენს გვერ­დით და სამ­წუ­ხა­როდ, იგი­ვეს ვერ ვხე­დავ ზე­ლენ­სკის შემ­თხვე­ვა­ში.

ამ დროს ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და ჩემი შვი­ლის მის გვერ­დით ყოფ­ნა. კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს, პი­ა­რის დიდი სპე­ცი­ლის­ტია. ვი­ღა­ცებს ალ­ბათ ჰგო­ნი­ათ, რომ ხუთ დღე­ში რომ დამ­თავ­რდა ჩვე­ნი ომი, თა­ვის­თა­ვად მოხ­და. არ მე­გუ­ლე­ბა პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­ა­ხერ­ხებ­და იმას, რომ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­დე­ნი პრე­ზი­დენ­ტი და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჩა­მო­ეყ­ვა­ნა, რო­გორც ეს ჩემი შვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად უსაფრ­თხო იქ­ნე­ბო­და ამ დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კი­ევ­ში ყოფ­ნა, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და:

"ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია. პირ­ველ რიგ­ში მას სჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. ბუში ახ­სე­ნეთ და მახ­სენ­დე­ბა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გემი შე­მო­ვი­და, რო­მელ­მაც გა­და­არ­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლო. თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, ის გემი ასე ად­ვი­ლად ჩა­მო­ვი­და? - ამის­თვის ჩემ შვილს ხმის აწე­ვა­მაც კი მო­უ­წია. კი ბა­ტო­ნო, მე­გო­ბა­რი იყო, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ხმა­საც კი აუ­წია ბუშ­თან ლა­პა­რა­კის დროს და მერე ბუშ­მა უთხრა, და­წყნარ­დი, მიშა, ნუ მიყ­ვი­რი, რა­ღა­ცას მო­ვი­ფიქ­რე­ბო. ასე კეთ­დე­ბა პო­ლი­ტი­კა...