"6 ბიოლოგიური შვილი ჰყავდათ, 6 ბავშვი კი იშვილეს" - 12 შვილის დედა ომში ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა - კვირის პალიტრა

"6 ბიოლოგიური შვილი ჰყავდათ, 6 ბავშვი კი იშვილეს" - 12 შვილის დედა ომში ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა

უკრაინიდან კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი გავრცელდა. 12 შვილის დედა, სამხედრო მედდა ოლგა სემიდიანოვა სამხედრო მოქმედებისას დაიღუპა.

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე თავისი ზურგჩანთა გაუგზავნა შვილებს და მისწერა, რომ ძალიან უყვარს ისინი, თავად კი ცხელ წერტილში აპირებდა გადანაცვლებას. მას შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოსულა.

„ბრძოლის დროს უკან დახევის ბრძანება გასცეს და ქალებს წინა ხაზიდან მოშორებით გადასვლა უბრძანეს. მაგრამ დედამ უარი თქვა. მას ჯავშანჟილეტი ეცვა და ჩაფხუტიც ეხურა. ბოლო წუთამდე ეხმარებოდა მებრძოლებს, მაგრამ ბრძოლაში ოკუპანტებმა მოკლეს. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვეითმა დაჭრა. დედა მაშინვე არ მომკვდარა, ის სისხლისგან დაიცალა, რადგან მუცელში ძალიან ღრმა და სერიოზული ჭრილობა ჰქონდა“ - უამბო ჟურნალისტებს მისმა ქალიშვილმა იულიამ.

ოლგა ზაპოროჟიელი იყო. 19 წლის ასაკში გათხოვდა და 5 შვილი გააჩინა. 2008 წელს ოჯახთან ერთად ქალაქ მარგანეცთან გადავიდა და იქ მეექვსე შვილი შეეძინა. მას და მის მეუღლეს 6 ბიოლოგიური შვილი ჰყავდათ, 6 ბავშვი კი იშვილეს.

„ჯერ კიდევ ფეხმძიმედ იყო, როცა მან და მამამ სხვა ბავშვების შვილად აყვანა გადაწყვიტეს. ჩვენც მხარი დავუჭირეთ და ბავშვთა სახლიდან 6 ბიჭი წამოვიყვანეთ. ყველა რთული ბავშვი იყო. ისინი 11-12 წლისები იყვნენ, ფსიქლოგიური ტრავმებით. ასე მივიღეთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის სტატუსი. დედამ მთელი ცხოვრება ოჯახს და შვილებს მიუძღვნა“ - ამბობს მისი კიდევ ერთი ქალიშვილი. განაგრძეთ კითხვა