(VIDEO) "გუბაზ, როგორ გამხდარხარ?!" - რა უთხრა სასამართლოს დარბაზიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძეს
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ექსპრეზიდნეტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს ბოლოს, როდესაც სააკაშვილი უკვე დარბაზს ტოვებდა, ის დარბაზში მყოფ გუბაზ სანიკიძეს გამოელაპარაკა.
თავდაპირველად მას გუბაზმა მიმართა - "მიშა, მაგრად იყავი, აბა შენ იცი", - უთხრა სანიკიძემ ექსპრეზიდენტს, რის შემდეგაც სააკაშვილმა მას "გამოსვლები" შეუქო.
"გუბაზ, გუბაზ, როგორ გამიხარდა შენი დანახვა... ძაან მომწონს შენი გამოსვლები", - უთხრა სააკაშვილმა გუბაზ სანიკიძეს.
ambebi.ge