"მარიუპოლის თეატრის ნანგრევებიდან 130 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, ნანგრევები ჯერ კიდევ სუფთავდება, ეს ნამდვილი სასწაულია" - კვირის პალიტრა

"მარიუპოლის თეატრის ნანგრევებიდან 130 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, ნანგრევები ჯერ კიდევ სუფთავდება, ეს ნამდვილი სასწაულია"

მარიუპოლის თეატრის ნანგრევებიდან 130 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, სამუშაოები კიდევ მიმდინარეობს, - ამის შესახებ განცხადება რადას დეპუტატმა ოლგა სტეფანიშინამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„კარგი ამბები, რომლებსაც ჩვენ ასე ძალიან ვსაჭიროებთ - თავშესაფარმა, რომელიც მარიუპოლის თეატრის ქვეშ მდებარეობდა იერიშს გაუძლო. უკვე შესაძლებელი გახდა 130 ადამიანის გამოყვანა. ნანგრევები ჯერ კიდევ სუფთავდება. ეს ნამდვილი სასწაულია“,- განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრი გუშინ დაბომბეს, რომელშიც ბავშვები იყვნენ შეფარებული.