"ღმერ­თმა ნა­თელ­ში მიმ­ყო­ფოს შენი და შენი ძა­მი­კოს სული" - მეგი ბაქრაძის დედის ემოციური წერილი - კვირის პალიტრა

"ღმერ­თმა ნა­თელ­ში მიმ­ყო­ფოს შენი და შენი ძა­მი­კოს სული" - მეგი ბაქრაძის დედის ემოციური წერილი

2021 წლის 18 მარტს კლი­ნი­კა "იმე­დის“ ექთა­ნი, მეგი ბაქ­რა­ძე ახალ­ცი­ხე­ში, "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ცუ­დად გახ­და და მე­ო­რე დღეს, 19 მარტს თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია და ფილ­ტვის ემ­ბო­ლია და­სა­ხელ­და.

მე­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან უკვე ერთი წელი გა­ვი­და. მას დედა, ირმა ტეფ­ნა­ძე იხ­სე­ნებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"მეგი, დე, ჩემო გა­უ­საძ­ლი­სო ტკი­ვი­ლო, დღეს გა­ვი­და ერთი წელი, როცა უკა­ნას­კნე­ლად ნახე მამა, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, დიშ­ვი­ლე­ბი, ავთო ძია. შემ­დეგ წახ­ვე­დი და გა­ი­ხუ­რე შენი მშობ­ლი­უ­რი სახ­ლის კა­რე­ბი. როცა უკა­ნას­კნე­ლად მე­ლა­პა­რა­კე. უკა­ნას­კნე­ლად მი­თხა­რი, დე, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბიო, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვი­ლა­პა­რა­კეთ და მა­ინც არ გინ­დო­და, რომ ტე­ლე­ფო­ნი გა­მე­თი­შა. ნეტა, რისი თქმა გინ­დო­და?!

შემ­პირ­დი, რომ ხვალ და­გი­რე­კა­ვო, ნემსს რომ გა­ვი­კე­თე­ბო და გე­ლო­დე­ბო­დი.

დღე­საც გე­ლო­დე­ბი, მე ხო ყო­ველ დღე გი­რე­კავ, მაგ­რამ დუმს შენი ტე­ლე­ფო­ნი, აღარ მეს­მის შენი წკრი­ა­ლა ხმა. როცა ია­კობ­მა დაგვტო­ვა, მა­შინ ყვე­ლა ჩემს გვერ­დით იყა­ვით, ახლა კი მარ­ტო ვარ და ძა­ლი­ან მი­ჭირს, მაგ­რამ ასე მგო­ნია, გუ­ლის მა­გივ­რად, ქვა მი­დევს მკერ­დში, რომ ამ ტკი­ვილს ვუძ­ლებ.

დედ­მა­მიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი მე არ გა­მო­მიც­დია, მშობ­ლებ­მაც ადრე დამ­ტო­ვეს. ქმარ-შვი­ლით ვხა­რობ­დი და ეს სი­ხა­რუ­ლიც არ დამ­ცალ­და. ღმერ­თმა ნა­თელ­ში მიმ­ყო­ფოს შენი და შენი ძა­მი­კოს სული", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მეგი ბაქ­რა­ძის დედა.

ambebi.ge