"უკრაინელებს უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ" - რას აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი? - კვირის პალიტრა

"უკრაინელებს უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ" - რას აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი?

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებაში უკრაინა არ დათმობს არცერთ ტერიტორიას, ეროვნულ ინტერესებს ან შეიარაღებული ძალების რაოდენობას.

"ჩემი აზრით, რუსულ მხარეს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. მათ კარგად ესმით ბრძოლის ველზე დამარცხების შედეგები, რომელსაც განიცდიან და საერთაშორისო სანქციები, რაც ძალიან აწუხებს. ისინი საკმაოდ კონსტრუქციულ პოზიციას იკავებენ ამ შეთანხმების გაფორმებისა და მოლაპარაკების აქტის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

მან ასევე ისაუბრა გააკეთა უკრაინასა და რუსეთს შორის "სამშვიდობო შეთანხმების" ალბათობაზეც.

"ვენის კონვენციის თანახმად, ნებისმიერი მოლაპარაკება ან შეთანხმება ძალადობრივი ქმედებების პარალელურად ძალადაკარგულად ითვლება. სანამ ცეცხლის არ შეწყდება, რაიმე შეთანხმებაზე საუბარი საერთოდ შეუძლებელია.

ჩვენ არ დავთმობთ არც უკრაინის ტერიტორიას და არც ჩვენს ერს, ინტერესებს. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შედეგებთან დაკავშირებით ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც რუსეთისთვის ამ სიტუაციაში მისაღებია, ეს არის ნატოს სურვილი არ მიიღოს უკრაინა ალიანსში.

"ინტერპრესნიუსი"