არნოლდ შვარცენეგერ ვლადიმერ პუტინს მიმართავს - კვირის პალიტრა

არნოლდ შვარცენეგერ ვლადიმერ პუტინს მიმართავს

მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეჩერება სთხოვა და რუს ჯარისკაცებს მიმართა, რომ მათი სიცოცხლე ეწირება "უაზრო ომს, რომელიც მთელი მსოფლიოს მიერაა დაგმობილი".

გავრცელებულ ვიდეოში, შვარცენეგერი ამბობს, რომ "რუსი ხალხის ძალა და გული" ყოველთვის შთააგონებდა მას.

“ეს არ არის ომი რუსეთის დასაცავად, რომლისთვისაც თქვენი პაპები ან თქვენი დიდი პაპები იბრძოდნენ. ეს არის უკანონო ომი”, - აღნიშნა კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა.

შვარცენეგერმა რუსეთის პრეზიდენტსაც პირდაპირ მიმართა.

"პრეზიდენტ პუტინს მე ვეუბნები: თქვენ დაიწყეთ ეს ომი. თქვენ ხელმძღვანელობთ ამ ომს. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ეს ომი”, - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"