"ორით ნაკლები ქართველი" - რა ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი
"ორით ნაკლები ქართველი", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში
თავდაცვის ყოფილი მინისტრი უკრაინაში მოხალისედ წავიდა და ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის. მან საომარი მოქმედებების ხაზიდან სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო, რომელშიც ის თანამებრძოლებთან ერთად იმყოფება.
ამჯერად ყოფილმა მინისტრმა გამოაქვეყნა ფოტო შავი ფონით და ორი თეთრი წერტილით, რაც, სავარაუდოდ, სიმბოლურად განასახიერებს ორ ქართველ მებრძოლს, რომლებიც, მისი თქმით, დაიღუპნენ, თუმცა მათი ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.