ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, გია ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა - კვირის პალიტრა

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, გია ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და­ი­ნიშ­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­პუ­ტა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"გე­ნე­რა­ლი გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე უკ­რა­ი­ნის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გახ­და. ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი საქ­მე ომის პი­რო­ბებ­ში“,- წერს დე­კა­ნო­ი­ძე.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­ში დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო. ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25,344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნე­ბა.

ambebi.ge