რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს უკრაინის დამსახურებული არტისტი ოქსანა შვეცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს უკრაინის დამსახურებული არტისტი ოქსანა შვეცი ემსხვერპლა

რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მიერ კი­ევ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის და­ბობ­ვას უკ­რა­ი­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი ოქ­სა­ნა შვე­ცი ეს­ხვერ­პლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, იმ უკ­რა­ი­ნუ­ლი თე­ატ­რის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობ­და.

"გა­მო­უთ­ქმე­ლი მწუ­ხა­რე­ბაა ახალ­გაზ­რდა თე­ატ­რის ოჯახ­ში.კი­ევ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­რა­კე­ტო და­ბომბვი­სას და­ი­ღუ­პა უკ­რა­ი­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი ოქ­სა­ნა შვე­ცი. ნა­თე­ლი ხსოვ­ნა ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ობს! ჩვენს მი­წა­ზე მო­სულ მტერს პა­ტი­ე­ბა არ აქვს" - ვკი­თხუ­ლობთ თე­ატ­რის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტში.

67 წლის მსა­ხი­ო­ბი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­შვე­ნებ­და უკ­რა­ი­ნის თე­ატ­რის სცე­ნას. თა­მა­შობ­და რო­გორც ახალ­გაზ­რდა აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რში, ისე ტერ­ნო­პო­ლის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატრსა და კი­ე­ვის სა­ტი­რის თე­ატ­რში.