"უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო - დრო, როგორიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას" - კვირის პალიტრა

"უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო - დრო, როგორიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას"

"უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო. დრო, როგორიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას, რათა გადაიდგას ერთი რთული ნაბიჯი მეორის შემდეგ", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, „ტვიტერის" გვერდზე წერს.

ლაიენის თქმით, მან ასევე აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის, 300 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ.

„პრეზიდენტი ზელენსკი დავარწმუნე იმაში, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უცვლელია. უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო. დრო, როგორიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას, რათა გადაიდგას ერთი რთული ნაბიჯი მეორის შემდეგ. ევროკომისია ამ გზაზე წინ წავა. პრეზიდენტ ზელენსკის ასევე ვაცნობე, უკრაინისთვის, მაკროფინანსური დახმარების, დაახლოებით 300 მილიონი ევროს გაცემის შესახებ. უკრაინის მამაც ხალხს ახლა ეს ფული სჭირდება. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ფინანსებს, რადგან ეს უაზრო ომი ჯერ კიდევ მძვინვარებს", - წერს ლაიენი.

IPN