აქტივისტებმა, დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, ლვოვში ცარიელი საბავშვო ეტლები მიიტანეს - კვირის პალიტრა

აქტივისტებმა, დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, ლვოვში ცარიელი საბავშვო ეტლები მიიტანეს

აქტივისტებმა, ქალაქ ლვოვში, რუსული შეჭრის შემდეგ, ყოველი დაღუპული ბავშვის ხსოვნის პატივსაცემად, ბაზრის მოედანზე ცარიელი საბავშო ეტლები მიიტანეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჯამში 109 ბავშვი გარდაიცვალა და 130-ზე მეტი დაშავდა.

ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, რუსეთი ყოველდღიურად სულ მცირე 5 უკრაინელ ბავშვს კლავს.

ინტერპრესნიუსი