"ომის აქტიური ეტაპი 2-3 კვირაში დასრულდება" - რას აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი? - კვირის პალიტრა

"ომის აქტიური ეტაპი 2-3 კვირაში დასრულდება" - რას აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი?

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ომის აქტიური ეტაპი 2-3 კვირაში დასრულდება. ამის შესახებ არესტოვიჩმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა.

"აქტიური ფაზა თითქმის დასრულებულია კიევთან, ხარკოვთან, სუმისთან და ჩერნიგოვთან. თუნდაც სადმე რაღაც რეზერვები მოიპოვონ, შეტევაზე გადასვლა სცადონ, მაინც მათი დამარცხებით დასრულდება. მაქსიმუმ ათი დღე ან ერთი კვირა გაგრძელდეს. აქ მხოლოდ ერთი დასასრულია, სტრატეგიულად წააგეს, ოპერაციულადაც წააგებენ. ვფიქრობ, რომ აპრილის შუა რიცხვებში, აპრილის ბოლომდე, წასულ კიეველებს სახლში დაბრუნება შეეძლებათ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

"ინტერპრესნიუსი"