კრემლის ინფორმაციით, კიევი მოლაპარაკებების გაჭიანურებისკენ ისწრაფვის და არარეალური წინადადებების წინ წამოწევას ცდილობს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ კიევი მოლაპარაკებების გაჭიანურებისკენ ისწრაფვის და არარეალური წინადადებების წინ წამოწევას ცდილობს.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
"მიუხედავად ამისა, რუსული მხარე მზადაა, გააგრძელოს გადაწყვეტილებების ძიება მისი ცნობილი პრინციპული მიდგომების შესაბამისად“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ დონეცკისა და მაკიევკის საცხოვრებელ უბნებზე სარაკეტო თავდასხმებზე, რამაც გამოიწვია დიდი მსხვერპლი და რომელიც დასავლეთმა უგულებელყო.
"ინტერპრესნიუსი"