პუტინის სიტყვით გამოსვლისას მოულოდნელად კადრი მომღერალ ოლეგ გაზმანოვზე გადავიდა - რა მოხდა ლუჟნიკის მოედნიდან ტრანსლიაციის დროს ?
მოსკოვში, ლუჟნიკის მოედანზე ყირიმის ანექსირების დღე აღნიშნეს.
შეკრებილ საზოგადოებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სიტყვით მიმართა, თუმცა ტრანსლიაცია ტელევიზიებში მოულოდნელად შეწყდა და კადრში მომღერალი ოლეგ გაზმანოვი გამოჩნდა.
მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ ყოველივე ტექნიკური ხარვეზი იყო, თუმცა სოციალურ ქსელებში არ გამორიცავენ, რომ შესაძლოა, საქმე ეხებოდეს ჰაკერულ შეტევას.