"ძაან მაგარი ამბავია, რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ" - რას წერს ალეკო ელისაშვილი
"მოქალაქეების" ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინაში წავიდა და ომში ჩაერთო, ფესიბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
"დეშეკა არ შემხვდა. მაინც ვჩალიჩობ. ძაან მაგარი ამბავია რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ. მხნედ ვართ, მტკიცედ და ველოდებით საბრძოლო დავალებას. ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა ასეთი მეომრების შემომატების მერე ლამის დასაბმელევი ვართ სანამ რუსებს ვეძგერებით.
სიკვდილი ოკუპანტებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!", - წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დეპუტატმა ფეისბუკზე პოსტი დაწერა და განაცხადა, რომ უკრაინაში მიდიოდა:
"არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ.დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!"