კიევში ძლიერი დაკვამლიანებაა - კვირის პალიტრა

კიევში ძლიერი დაკვამლიანებაა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ძლიერი დაკვამლიანებაა. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით ის ახლა მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და განმარტავს, რომ IQAir-ის სერვისმა გამოაქვეყნა რუკა, რომლის თანახმადაც, ყველაზე მძიმე ვითარება დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ რაიონებშია.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კიევის დასავლეთით 15-ზე მეტი ხანძარია, ძირითადად იმ ადგილებში, სადაც ოკუპანტთან ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ვადიმ დენისენკოს განცხადებით, კიევში სმოგის არსებობისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი კი ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძარია. სმოგის კიდევ ერთ შესაძლო მიზეზად სახელდება ამინდის გაუარესებული პირობები.