უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი გარდაიცვალა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორაციას Sky News უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ომის შედეგად 140 ბავშვი დაშავდა.

ცნობისთვის, გუშინ 109 ბავშვის გარდაცვალების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. ლვოვში საპროტესტო აქტის სახით, მოედანზე, სწორედ ამ რაოდენობის ცარიელი ეტლი გამოიტანეს, იმის ნიშნად, რომ რუსეთი უკრაინაში ბავშვებს ხოცავს.