პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - “როცა უკრაინაში ბავშვებს ხოცავენ, დუმილი დანაშაულია” მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - “როცა უკრაინაში ბავშვებს ხოცავენ, დუმილი დანაშაულია” მიმდინარეობს

პარლამენტთან პლატფორმა “ქართველი ახალგაზრდები უკრაინისთვის” აქცია-პერფორმანსს მართავს.

აქციის სლოგანია - “როცა უკრაინაში ბავშვებს ხოცავენ, დუმილი დანაშაულია”. პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ სათამაშოები დააწყეს და უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სათამაშოებს შეაგროვებენ და უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით გაგზავნიან.

“სათამაშოები ბავშვების გარეშე - ეს არის სიმბოლო ჩვენი აქციისთვის, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ბავშვებს და დავაფიქსიროთ, რომ ასეთ დროს დუმილი დანაშაულის მხარეს დგომას ნიშნავს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ვიყოთ მკაფიო ამ ბოროტების წინააღმდეგ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაკა ტოხიაშვილმა.