"გარკვეული ასაკიდან უფლება გვაქვს, ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში" - ალენ დელონი აპირებს, როცა დრო მოვა, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს - კვირის პალიტრა

"გარკვეული ასაკიდან უფლება გვაქვს, ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში" - ალენ დელონი აპირებს, როცა დრო მოვა, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს

ლე­გენ­და­რულ ფრანგ მსა­ხი­ობს, ალენ დე­ლონს არ სურს იყოს უძ­ლუ­რი მო­ხუ­ცი, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა სტან­ჯავს და უნდა, რომ სი­ცო­ცხლე ევ­თა­ნა­ზი­ით და­ას­რუ­ლოს. ამ თე­მა­ზე ფრან­გულ RTL-თან ალენ დე­ლო­ნის ვაჟ­მა, ენ­ტო­ნი დე­ლონ­მა ისა­უბ­რა.

ენ­ტო­ნის თქმით, მა­მამ მას სთხო­ვა ამის შე­სა­ხებ და გა­ან­დო თა­ვი­სი გან­ზრახ­ვა. უმ­ცრო­სი დე­ლო­ნის თქმით, ის დაჰ­პირ­და მა­მას, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის დროს, როცა ამის დრო დად­გე­ბა, მის გვერ­დით იქ­ნე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე ალენ დე­ლონ­მა TV5 Monde-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ის არ იყო ევ­თა­ნა­ზი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი.

"მე ვცხოვ­რობ შვე­ი­ცა­რი­ა­ში, სა­დაც ევ­თა­ნა­ზია ლე­გა­ლუ­რია და ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვია. გარ­კვე­უ­ლი ასა­კი­დან ჩვენ უფ­ლე­ბა გვაქვს ჩუ­მად წა­ვი­დეთ ჯო­ჯო­ხეთ­ში - სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის, ინექ­ცი­ე­ბის და სხვა ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე. (გაგრძელება)