"რუსეთი დიდი ხანია მუშაობს ბიოლოგიური იარაღის პროგრამაზე - მოსკოვს აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების კარგად დოკუმენტირებული ისტორია და არა უკრაინას" - კვირის პალიტრა

"რუსეთი დიდი ხანია მუშაობს ბიოლოგიური იარაღის პროგრამაზე - მოსკოვს აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების კარგად დოკუმენტირებული ისტორია და არა უკრაინას"

რუსეთი დიდი ხანია მუშაობს ბიოლოგიური იარაღის პროგრამაზე, არღვევს რა ყველა საერთაშორისო კანონს, - ამის შესახებ გაეროს წევრი რიგი ქვეყნების განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს აწერენ ამერიკის შეერთებული შტატები, ალბანეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო.

ქვეყნებმა რუსეთის ქმედებებს უწოდეს კიდევ ერთი მცდელობა, გამოიყენოს გაეროს უშიშროების საბჭო მათი დეზინფორმაციის „გასათეთრებლად“ და გასავრცელებლად, ასევე „უკრაინაზე მათი არაპროვოცირებული და აშკარა თავდასხმის გასამართლებლად“.

18 მარტს უშიშროების საბჭო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვის ინიციატივით მეორედ შეიკრიბა, რათა განხილულიყო სიტუაცია უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების სავარაუდო არსებობასთან დაკავშირებით, სადაც, სავარაუდოდ, "სამხედრო ბიოლოგიური პროგრამა" ხორციელდებოდა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მეთვალყურეობის ქვეშ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრისა და „ტყუილის“ ინიციატორი იყო რუსეთი, რათა მოეხსნას პასუხისმგებლობა ომზე, ასევე მის მიერ გამოწვეულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე.

„როგორც ყველამ იცით - და საზოგადოებას უნდა შევახსენოთ - სწორედ მოსკოვია, რომელიც დიდი ხანია აწარმოებს ბიოლოგიური იარაღის პროგრამას საერთაშორისო სამართლის დარღვევით და არა უკრაინა. მოსკოვს აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების კარგად დოკუმენტირებული ისტორია და არა უკრაინას და სწორედ მოსკოვმა დაიწყო ეს უაზრო ომი", - ნათქვამია განცხადებაში.