პარლამენტთან, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლებისთვის პატივისცემის ნიშნად მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, იგორ დოლგოვი მივიდა - კვირის პალიტრა

პარლამენტთან, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლებისთვის პატივისცემის ნიშნად მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, იგორ დოლგოვი მივიდა

საქართველოს პარლამენტთან, სადაც „დროას“ ორგანიზებით უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლებისთვის პატივისცემის ნიშნად შეიკრიბნენ, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი მივიდა. დოლგოვმა გარდაცვლილი მებრძოლების სურათები გვირგვინით შეამკო და აღნიშნა: “Слава Україні!”

ელჩმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი კიევის ოლქში გუშინ დაიღუპნენ. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, ირპენში დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.