"რუსეთის აგრესიამ უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი შეიწირა, ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას" - კვირის პალიტრა

"რუსეთის აგრესიამ უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი შეიწირა, ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას"

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენი მეგობრობა საუკუნოვანია და მჯერა, ის უფრო განმტკიცდება.

სამწუხაროდ, ომი გრძელდება და მსხვერპლი იზრდება.

რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა...

ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას“- წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.