ეროვნული ბანკი ბათუმის სავაჭრო ცენტრის მიერ MIR- ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება - კვირის პალიტრა

ეროვნული ბანკი ბათუმის სავაჭრო ცენტრის მიერ MIR- ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ეროვნული ბანკი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა - MIR- ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სისტემა MIR - ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება.

„თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა.

მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.