"უკრაინაში ომს შეწირულ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს შორის ჩვენი ქართველი ბიჭებიც არიან"
დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, უკრაინის და საქართველოს ტკივილი საერთოა.
„უკრაინაში მიმდინარე ომს შეწირულ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს შორის ჩვენი ქართველი ბიჭებიც არიან. უკრაინის და საქართველოს ტკივილი საერთოა, ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც.
ვიზიარებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახის წევრების, მათი მეგობრების მწუხარებას!“- წერს კალაძე „ფეისბუქში“.