"ვერც ხვდებოდნენ, რანაირ ბიჭზე იყო საუბარი. ბახვა ჩიქობავა აღარ არის..." - ვინ არის უკრაინაში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - კვირის პალიტრა

"ვერც ხვდებოდნენ, რანაირ ბიჭზე იყო საუბარი. ბახვა ჩიქობავა აღარ არის..." - ვინ არის უკრაინაში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

უკ­რა­ი­ნა­ში, მა­რი­უ­პოლ­თან ბრძო­ლის დროს კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი, ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვა და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში ახ­ლა­ხანს გავ­რცელ­და. ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, გივი თარ­გა­მა­ძის მე­გო­ბა­რი იყო. თარ­გა­მა­ძე მის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ში" ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"მე­ო­რედ და­მე­მარ­თა ცხოვ­რე­ბა­ში. პირ­ვე­ლად - აფხა­ზე­თის ომის დროს ჩემს უმ­ცროს მე­გო­ბარ მი­რო­ტა­ზე. და დღეს.

გუ­შინ ამი­ტა­ნა წი­ნათ­გრძნო­ბამ, ვერ მო­ვის­ვე­ნე, დღეს დი­ლით ხუ­თის ნა­ხე­ვარ­ზე მივ­წე­რე - გთხოვ, ერთი სი­ტყვა, რომ კარ­გად ხარ. მაგ­რამ... დი­ლით სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა რომ და­რე­კა ფრონ­ტი­დან, პირ­ველ ზარ­ზე არ ავი­ღე. ვი­ცო­დი, რაც უნდა ეთ­ქვა და არ მინ­დო­და გა­გო­ნე­ბა.

მე­ო­რე ზარ­ზე - რაღა გზა იყო. ავი­ღე, ვკი­თხე - ბახ­ვა? ხოო. ჩვე­ნი უმაგ­რე­სი, უვაჟ­კა­ცე­სი, უკარ­გე­სი ბიჭი.

სამი კვი­რა 24 სა­ა­თი სულ ბრძო­ლა­ში იყო. მა­ნამ­დე - 2014 წლი­დან სულ მა­რი­უ­პოლ­ში. მა­ნამ­დე - სულ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის მე­თა­უ­რი.

მერე - ნა­ძი­რა­ლა ქო­ცე­ბის­გან დევ­ნი­ლი, შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, იძუ­ლე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, მუდ­მივ წნეხ­ში მყო­ფი ოჯა­ხით, მიგ­ზავ­ნე­ბით - ჩა­მო­ვი­დეს, იქ ნუ ომობს.

ვერც ხვდე­ბოდ­ნენ, რა­ნა­ირ ბიჭ­ზე იყო სა­უ­ბა­რი. ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვა აღარ არის, მაგ­რამ, ის სულ იქ­ნე­ბა, სულ, ჩვენს გუ­ლებ­ში, თა­ვის შვი­ლებ­ში, შვი­ლიშ­ვი­ლებ­ში, მად­ლი­ერ უკ­რა­ი­ნე­ლებ­ში, ქარ­თვე­ლებ­ში. ის სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­მა­რი იყო. პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ მას", - წერს გივი თარ­გა­მა­ძე.

უკ­რა­ი­ნა­ში გუ­შინ 2 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი გია ბე­რი­აშ­ვი­ლი და და­ვით რა­ტი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი წე­რენ, ირ­პენ­ში და­ბომბვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 ქარ­თვე­ლის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი მოჰ­ყვა.

თავ­დას­ხმის დროს ასე­ვე და­იჭ­რა ერთი ქარ­თვე­ლი და ერთი ფრან­გი მო­ხა­ლი­სე. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ტი­ა­ნი და ბე­რი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი იყ­ვნენ და უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სედ იბ­რძოდ­ნენ. მათ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 2014 წელს და­ტო­ვეს.