ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ჭიშკართან გაჩერებული ავტომობილიდან გადმოდიოდა, როდესაც მანქანა დაეჯახა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრათხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.