"წამოვა კვარაცხელია? ხვალვე წავიყვანდი, მაგრამ არ წამოვა" - შოთა არველაძე - კვირის პალიტრა

"წამოვა კვარაცხელია? ხვალვე წავიყვანდი, მაგრამ არ წამოვა" - შოთა არველაძე

ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და მწვრთნე­ლი შოთა არ­ვე­ლა­ძე ამ­ჟა­მად ინ­გლის­ში "ჰალ სი­ტის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოსტზე მუ­შა­ობს.

"ჰალ სიტი" ჩემ­პი­ონ­შიპ­ში ას­პა­რე­ზობს და ამ დრო­ის­თვის მე-19 პო­ზი­ცი­ა­ზეა.

შოთა არ­ვე­ლა­ძემ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე "პირ­ვე­ლი არ­ხის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში, "სა­ფეხ­ბურ­თო ტა­ი­მა­უ­ტი" ისა­უბ­რა და ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­კი­თხსაც შე­ე­ხო.

"ქუ­ლე­ბი უნდა ავი­ღოთ, წელ­ში გავ­სწორ­დეთ, რომ ლი­გა­ში დარ­ჩე­ნა­ზე კი­თხვე­ბი აღარ გაჩ­ნდეს და ტრანსფე­რებს და გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ფიქ­რს ამის შემ­დეგ მივ­ხე­დავ. ვინ­მეს თუ ავიყ­ვან­დი ქარ­თვე­ლე­ბი­დან? წა­მო­ვა კვა­რა­ცხე­ლია? ხვალ­ვე წა­ვიყ­ვან­დი, მაგ­რამ არ წა­მო­ვა", - თქვა შოთა არ­ვე­ლა­ძემ.ცნო­ბის­თვის, ამ დრო­ის­თვის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია კვლავ რუ­სეთ­ში რჩე­ბა და ისევ ყა­ზა­ნის "რუ­ბინ­ში" ირი­ცხე­ბა. მე­დი­ა­ში კვლავ წე­რენ ამა თუ იმ გუნდში მისი შე­საძ­ლო გა­დას­ვლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა რა­ი­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი მარ­თლაც გეგ­მავს კლუ­ბის და­ტო­ვე­ბას, ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს. (წყარო)