უკრაინაში ომის შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს - კვირის პალიტრა

უკრაინაში ომის შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 115 ბავშვი დაიღუპა. 140-ზე მეტი დაჭრილია. დაღუპულთა უმეტესობა კიევში - 58, ხარკოვში - 36, დონეცკში - 29, ჩერნიგოვში - 30, ნიკოლაევში - 22, ჟიტომირში - 15, სუმიში - 14 და ხერსონში - 14 ", - ნათქვამია ანგარიშში.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი უბნების რეგულარული დაბომბვის შედეგად დაზიანდა 489 სასწავლო დაწესებულება, მათგან 69 მთლიანად განადგურდა.

"ინტერპრესნიუსი"