მარიუპოლის 4500 მცხოვრები პასპორტების გარეშე, მათი ნების საწინააღმდეგოდ როსტოვში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

მარიუპოლის 4500 მცხოვრები პასპორტების გარეშე, მათი ნების საწინააღმდეგოდ როსტოვში გადაიყვანეს

მარიუპოლის 4000-4500 მცხოვრები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე როსტოვის ქალაქ ტანგაროგში პასპორტების გარეშე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი მარიუპოლის მერის მრჩევლის პიოტრ ანდრიუშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ახლა რუსები სარდაფებში დადიან და თუ იქ ხალხი დარჩა, ისინი იძულებით მიჰყავთ ტაგანროგში”, - აცხადებს ედუარდ ზარუბინი, ექიმი, რომელმაც ქალაქი კვირის დასაწყისში დატოვა.

ინფორმაცია გაავრცელა მარიუპოლის ქალაქის საკრებულომაც და განაცხადა, რომ რუსულ ძალებს ალყაში მოქცეული ქალაქის, მარიუპოლის მცხოვრებლები, მათი ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ.

რუსული მხარე აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად არ გამოხმაურებია, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ მანამდე აღნიშნა, რომ ათასობით უკრაინელს სურს ,,რუსეთში გაქცევა“ და მთავრობა მათ ეხმარება.

"ინტერპრესნიუსი"