"რა­ტომ არ კვდე­ბა შენი ხა­თუ­ნა...“ - რას წერს უკრაინაში გარდაცვლილ ძმაზე ხათუნა ხოფერია - კვირის პალიტრა

"რა­ტომ არ კვდე­ბა შენი ხა­თუ­ნა...“ - რას წერს უკრაინაში გარდაცვლილ ძმაზე ხათუნა ხოფერია

რუს ოკუ­პან­ტებ­თან ბრძო­ლა­ში უკ­რა­ი­ნა­ში გუ­შინ 2 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, გია ბე­რი­აშ­ვი­ლი და და­ვით რა­ტი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ირ­პენ­ში მომ­ხდარ და­ბომბვა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 ქარ­თვე­ლის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი მოჰ­ყვა.

ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვა ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ას ძმა გახ­ლდათ. ამა­ზე ჯერ კი­დევ გუ­შინ, ხა­თუ­ნას უმ­ცრო­სი შვი­ლი ბექა ხო­ფე­რია წერ­და.

"არ მიყ­ვარს პოს­ტე­ბის წერა მაგ­რამ ყვე­ლამ მინ­და იცო­დეს, რო­გო­რი ბიძა მყავ­და და რომ ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დი მი­სით!

პირ­ვე­ლი სუ­რა­თი აგ­ვის­ტოს ომ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, მა­შინ ღმერ­თმა გვა­ჩუ­ქა მისი თავი და გა­დარ­ჩა…

პოლ­კოვ­ნი­კი ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვა ჩემი გმი­რი ბი­ძია მიყ­ვარ­ხარ, ვა­მა­ყობ და მუ­დამ ვი­ა­მა­ყებ შე­ნით. მშვი­დო­ბით ბახუ..." - და­წე­რა ბექა ხო­ფე­რი­ამ

xatunaxoferiasfoto1-1647777851.jpg

ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან ძმას­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა.

"რა­ტომ არ კვდე­ბა შენი ხა­თუ­ნა...“

ირ­პენ­ში თავ­დას­ხმის დროს ასე­ვე და­იჭ­რა ერთი ქარ­თვე­ლი და ერთი ფრან­გი მო­ხა­ლი­სე. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ტი­ა­ნი და ბე­რი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი იყ­ვნენ და უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სედ იბ­რძოდ­ნენ. მათ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 2014 წელს და­ტო­ვეს.