უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკების გამართვა 21 მარტს იგეგმება - კვირის პალიტრა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკების გამართვა 21 მარტს იგეგმება

უკრაინისა და რუსეთის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ექსპერტთა ჯგუფების დონეზე ყოველდღიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა.

გარდა ამისა, გამოცემა წყაროზე დაყრნობით წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის მოლაპარაკების გამართვა 21 მარტს იგეგმება.

ცნობისთვის, მხარეებს შორის მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდი 14 მარტს გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"